სიახლეები

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

 

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტრეფიკინგის თემაზე მომზადებული ტრენინგების კვირეულით უერთდება.

2017 წლის 30 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს 20 საზოგადოებრივ ცენტრში  ჩატარდება ტრენინგები თემაზეადამიანითვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია“.

კვირეული ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტი ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც, 2017 წლის 31 ივლისს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა. 

კვირეულის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის საკითხებზე. მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რა არის ტრეფიკინგი, რა სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს, როგორ უნდა დაიცვან თავი შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციისგან, ვის უნდა მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის.

ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მსურველს, რომელიც რეგისტრაციას 21 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით გაივლის.

კომენტარი: მონაწილეთა განსაკუთრებით დიდი ოდენობით რეგისტრაციის შემთხვევაში, ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ექნება პირველად დარეგისტრირებულ 20-30 კანდიდატს.

 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორიგზით:

  • სარეგისტრაციო ფორმის შევსება  სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში;
  • სარეგისტრაციო ფორმის შევსება ვებგვერდზე (იხ. ბმული)

2016 წლის 30 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, ერთი დღის ფარგლებში, საქართველოს 23 საზოგადოებრივ ცენტრში განხორციელდა ტრენინგი თემაზე „ტრეფიკინგის პრევენცია“ (გეგუთი, გომი, დიდი ჯიხაიში, კაზრეთი, კაჭრეთი, კოდა, კორბოული, ლენტეხი, მანგლისი, მარტყოფი, მეჯვრისხევი, ნუკრიანი, რუისი, რუხი, სართიჭალა, ქვემო ნატანები, ღორეშა, ყვარელწყალი, შაშიანი, შილდა, ხევი, ხრეითი, ჯვარი).

მიმდინარე წელს, კვირეულის ფარგლებში, 2017 წლის 30 ივლისიდან 4 აგვისტომდე, ტრენინგები განხორციელდება შემდეგი სოფლების  საზოგადოებრივ ცენტრებში:

 

ჭალადიდი

30 ივლისი

14:00-15:30

ორსანტია

30 ივლისი

15:00-16:30

ლაჯანა

30 ივლისი

14:30-16:00

ტყვიავი

30 ივლისი

11:00-12:30

ხიდისთავი

31 ივლისი

14:00-15:30

მუხაესტატე

31 ივლისი

14:30-16:00

კიცხი

31 ივლისი

12:00-13:30

უსახელო

31 ივლისი

13:30-15:00

ნიგოითი

1 აგვისტო

13:00-14:30

კოხნარი

1 აგვისტო

13:30-15:00

წალკა

1 აგვისტო

11:30-13:00

ვალე

2 აგვისტო

12:30-14:00

კუმურდო

2 აგვისტო

14:30-16:00

ფოკა

2 აგვისტო

12:00-13:30

სადახლო

3 აგვისტო

11:00-12:30

ბერძენაული

3 აგვისტო

11:00-12:30

კაბალი

3 აგვისტო

12:00-13:30

ბარალეთი

4 აგვისტო

13:30-15:00

იორმუღანლო

4 აგვისტო

10:30-12:00

არხილოსკალო

4 აგვისტო

12:30-14:00

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: mgeletashvili@tcj.gov.ge

ტელ: (+995 558) 99 58 39