სიახლეები

მიწის სისტემური რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების ციკლი დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლიდან მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა. რეფორმის ერთ-ერთი ეტაპი გულისხმობს მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში გეოგრაფიული მრავალფეროვნების ნიშნით შერჩეულია 12 დასახლება, სადაც სახელმწიფოს მიერ სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (პროექტის განმახორციელებელი უწყება) წარმომადგენლებთან ერთად მნიშვენლოვანი როლი აკისრიათ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, მედიატორებს, კონტრაქტორ კომპანიებსა და რეგიონულ ფასილიტატორებს. შესაბამისად, საპილოტო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებლია ისინი აღჭურვილი იყვნენ საჭირო ცოდნით და უნარებით. სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა საპილოტო დასახლებების წარმომადგენელთა ტრენინგების ციკლი.

ტრენინგის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მიწაზე უფლების დადგენის პროცესში მათი უფლება-მოვალეობები, პროცედურები, ვადები და მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ტრენინგების ციკლი მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და აგვისტოში დასრულდა. ტრენინგი სულ 11 ჯგუფისთვის ჩატარდა და მასში 142 პირმა მიიღო მონაწილეობა.

ტრენინგების ციკლი განხორციელდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ გრანტის ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამა“ ახორციელებს.