სიახლეები

კონფერენცია თემაზე -„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა“

 

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად გთავაზობთ კონფერენციას თემაზე „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა.“

კონფერენციის მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით სახელმწიფოში არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებზე, ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციებზე და ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის მიზნით არსებულ სახელმწიფო სერვისებზე.  

კონფერენციის განხორციელების დრო და ადგილი: 2017 წლის 16 ნოემბერი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (მის. ანა პოლიტკოვსკაიას N1)

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის,  მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის მოქმედი სტატუსის მქონე სტუდენტებს. 

სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე შეირჩევა 35 საუკეთესო აპლიკანტი. 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 13 ნოემბრის 17:00 საათისა

 

სარეგისტრაციო ფორმა

კონფერენცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტროსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge

ანა ივანიშვილი (+995 555) 90 98 11; aivanishvili@justice.gov.ge