სიახლეები

„გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს "გიორგი მარგიანი სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“. პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

 

პროექტის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.      

ვადები:

  • 2017 წლის 21 ნოემბერი, 17:00 სთ : პროექტის პრეზენტაცია, თბილისი (საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი)
  • 2017 წლის 15 ნოემბერი - 2017 წლის 23 ნოემბერი: პროექტში მონაწილეობის მსურველ გუნდთა რეგისტრაცია
  • 2017 წლის 24 ნოემბერი: მოსამზადებელი მასალისა და საქმის გაგზავნა მონაწილე გუნდებისათვის
  • 2017 წლის 24 ნოემბერი - 2017 წლის 24 დეკემბერი: დრო დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების მომზადებისთვის
  • 2017 წლის 27 დეკემბერი, 23:59 სთ - გუნდების მიერ დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების წარმოდგენა
  • 2018 წლის 12 იანვარი: ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების გამოცხადება
  • 2018 წლის 12 იანვარი – 2018 წლის 12 თებერვალი: დრო ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების მომზადებისთვის
  • 2018 წლის 22 –23 იანვარი: ტრენინგების ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე ზეპირ რაუნდებში გადასული 8 გუნდისთვის
  • 2018 წლის 17-18 თებერვალი- მეოთხედფინალი და ნახევარფინალი
  • 2018 წლის 19 თებერვალი- ფინალური ზეპირი მოსმენა და დაჯილდოება

 

პროექტის პარტნიორები:

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

  • იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს. შესაძლებელია, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა
  • გუნდის წევრი მხოლოდ ის პირი შეიძლება იყოს, რომელსაც შეჯიბრის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი და იმყოფება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე
  • თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს  5 სტუდენტისაგან
  • რეგიონიდან წარმოდგენილი სტუდენტების ტრანსპორტირებისა და თბილისში განთავსების ხარჯები სრულად ფინანსდება

 

იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპები:

იმიტირებული სასამართლო პროცესი  შედგება ორი ეტაპისაგან − წერითი და ზეპირი რაუნდები.

  • თითოეული რეგისტრირებული გუნდი წარმოადგენს როგორც დაცვის, ისე ბრალდების პოზიციებს წერით და ზეპირ რაუნდებში.
  • წერით რაუნდში გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ზეპირ რაუნდში.

 

შეჯიბრის ენა:იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები ჩატარდება ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები:

  • ფინალში გადასულ გუნდის წევრებს გადაეცემათ პრიზები
  • ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

 

პროექტის პრეზენტაციაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 

მონაწილე გუნდების რეგისტრაცია (იხ. ბმული)

შეჯიბრის წესები (იხ. ბმული)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge

ანა ივანიშვილი (+995 555) 90 98 11; aivanishvili@justice.gov.ge