სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში საჯარო მოხელეებისთვის ლიდერობისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

ტრენინგი „ლიდერობა და ზოგადი მენეჯმენტი“ თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა და მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე პირები დაესწრნენ. 

სწავლება მიზნად ისახავდა მონაწილეთა ლიდერობის პოტენციალის განვითარებასა და ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელებისათვის საჭირო უნარების განმტკიცებას, რაც ხელს შეუწყობს შესაბამის უწყებებში მმართველობითი პროცესების ეფექტურობის ზრდას.

ტრენინგში ჩართული იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მომუშავე საჯარო მოხელეები. 

ტრენინგი განხორციელდა ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით. 

ღონისძიება ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის პირველი გამოცდილებაა.