სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში უფასო ტრენინგები გაიმართა

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ იუსტიციის სასწავლო ცენტრში 3 დღის განმავლობაში უფასო ტრენინგები მიმდინარეობდა. მთლიანობაში ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა 70-მდე დაინტერესებულ პირს. ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

სამართალი და ადამიანის უფლებები,  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, შრომითი უფლებები, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება − ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც ტრენინგზე დარეგისტრირებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს.

ტრენინგი სულ 8 ჯგუფისთვის ჩატარდა და მათ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებოდნენ.

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომავალშიც გეგმავს დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემაზე უფასო ტრენინგების შეთავაზებას.

უფასო ტრენინგებზე მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გაივლის რეგისტრაციას. ჯგუფი კომპლექტდება პირველი 20 რეგისტრირებული პირისგან.