სიახლეები

ხათუნა კასრაძემ იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს დედის დღე მიულოცა

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის იმ თანამშრომლებს, რომელთაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ, ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის თემა იყო ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარება.

ტრენინგის მონაწილე თანამშრომლებს დედის დღე იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ მიულოცა და მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაცა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ბავშვის ემოციური განვითარების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიღებას, იმ გზებისა და ხერხების დემონსტრირებას, თუ როგორ შეიძლება ბავშვებში ემოციური ინტელექტთან დაკავშირებული სხვადასხვა უნარის განვითარება და გავარჯიშება ადრეული ასაკიდან.

ტრენინგის  მონაწილეები გაეცნენ ემოციური ინტელექტის სხვადასხვა მოდელებს. განიხილეს რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციებთან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა ბავშვობის ასაკიდან. აღნიშნული ტრენინგ-პროგრამა ფოკუსირებულია განვითარების ფსიქოლოგიის თეორიებსა და პრაქტიკაზე. ასევე, თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და აქტუალურ ტენდენციებზე.