სიახლეები

ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრში საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული წერისა და საქმიანი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი მიმდინარეობს.
  ტრენინგი „პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია“ იუსტიციის სასწავლო ცენტრში 15-16 მარტს ტარდება და მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მომუშავე პირები ესწრებიან. 
სწავლება მიზნად ისახავს მონაწილეთა ეფექტიანი საქმიანი კომუნიკაციისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას, საქმიანი კომუნიკაციის თანამედროვე გამოწვევების გაცნობასა და ანალიზს, რაც ხელს შეუწყობს შესაბამის უწყებებში პროცესების ეფექტიანობის ზრდას.
პროგრამით გადამზადდებიან საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა, საქართველოს პროკურატურასა და საჯარო სამსახურის ბიუროში მომუშავე საჯარო მოხელეები.
  ტრენინგი ხორციელდება ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით.