სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში კონფერენცია „ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“ გაიმართა

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში კონფერენცია „ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“ გაიმართა. კონფერენცის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის სასწავლო ცენტეის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ მიმართა.

ქალი, როგორც პოლიტიკური ფიგურა და მისი ჩართულობა პოლიტიკის ფორმირების პროცესში;  კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ;  ნაადრევი ქორწინების აღკვეთასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები; განათლების ხელმისაწვდომობა, როგორც საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობა - ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც კონფერენციაზე ისაუბრეს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ქალთა უფლებების დაცვისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სარაჯიშვილმა. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 25-მდე კანონს შეეხო. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა.

კონფერენციაზე ისაუბრეს ქალის, როგორც პოლიტიკური ფიგურის როლზე და მის ჩართულობაზე სახელმწიფოს ზოგადი პოლიტიკის ფორმირების პროცესში. ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკანონმდებლო პაკეტსა და ნაადრევი ქორწინების აღკვეთასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები  კახეთის რეგიონიდან, სულ 40 აპლიკანტი.
ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საქართველოს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) ინიციატივით.