სიახლეები

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლა

 საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს მიღებას 2018 წლის საზაფხულო სკოლაში.

საზაფხულო სკოლა გაიმართება 2018 წლის 14 ივლისიდან 22 ივლისამდე, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის საჯარო სამსახურის არსის და  მნიშვნელობის  გაცნობა, ასევე, საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია.

საზაფხულო სკოლაში, ლექციებს წაიკითხავენ წამყვანი ადგილობრივი ექსპერტები.

სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი;
  • საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა;
  • საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციული უნარები;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • განათლების მნიშვნელობა და როლი;
  • მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

პროექტში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რეგიონიდან სკოლის მოსწავლეს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  •   სწავლობს საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში

           IX, X ან XI კლასში (ასაკი 14-17 წელი);

  •   ფლობს სახელმწიფო ენას;
  •   დაინტერესებულია საჯარო სამსახურის სისტემით;
  •   აქვს მზაობა სრულად დაესწროს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო სკოლას
  •   მოსწავლე, რომელიც სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტში -„საზაფხულო სკოლა“  მონაწილეობდა გასულ წლებში, რეგისტრაციის ეტაპზე ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

 

პროექტის განხორციელების ეტაპები და ვადები:

 

ეტაპები

აქტივობა

თარიღი

I ეტაპი

რეგისტრაცია

 

იხ. სარეგისტრაციო ბმული

 

23 აპრილი, 2018 – 20 მაისი, 2018

II ეტაპი

მონაწილეთა შერჩევის მიზნით ტესტირება (მათემატიკის გამოცდა) შემდეგ რეგიონებში: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი

 

 

27 მაისი, 2018

III ეტაპი

შერჩეული მონაწილეებისათვის ყვარლის სასწავლო ცენტრში ჩატარდება სწავლება სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და პიროვნული/პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

 

 

14-22 ივლისი, 2018

 

პროექტის მეორე ეტაპზე გადავა  მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 (შვიდასი)  მოსწავლე.

პროექტის ფარგლებში მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან ტესტირების (საგნობრივი ჯგუფი - მათემატიკა) გზით, შეფასების მიზნებისთვის შეიქმნება რანჟირების დოკუმენტი და შეირჩევა 30 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა.

პროექტი დაკომპლექტდება რეიტინგული სიის საფუძველზე თითოეული საკლასო ჯგუფიდან, შემდეგი პრინციპით:

ა) საჯარო და კერძო სკოლა (IX, X და XI კლასი) - პირველი შვიდი საუკეთესო კანდიდატი (ჯამში 21 მოსწავლე)

ბ) ფიზიკა-მათემატიკური სკოლა (IX, X და XI კლასი) - პირველი სამი საუკეთესო კანდიდატი (ჯამში 9 მოსწავლე)

 

რანჟირებული სიის შედგენისას, ქულათა თანაბრობის შემთხვევაში, კანდიდატები შეირჩევიან რეგისტრაციის დროს წარდგენილი სამოტივაციო წერილების შესაბამისად.

რანჟირების დოკუმენტში კანდიდატები შეყვანილნი იქნებიან მათთვის საგანგებოდ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. ტესტის შედეგები ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ტესტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.