იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდა. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სურვილი86 პირმა გამოთქვა.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ორ ეტაპად ტარდება. დღეს ნოტარიუსობის მსურველებმა ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტი ჩააბარეს. მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს მოუწევთ პროფესიული ტესტირების გავლაც. საბოლოოდ კი მათ ნოტარიუსის საქმიანობისთვის საჭირო სერტიფიკატი გადაეცემათ.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა მიმდინარე წლის 3 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №98 ბრძანებით დაინიშნა.