სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და პარლამენტის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და პარლამენტის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ და პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ მოაწერეს. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებს განახორციელებენ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სამართლის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას. ასევე, აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოების მომზადებას და სხვა. 
მემორანდუმს ხელი თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოეწერა.