სიახლეები

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრი

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნულ შეჯიბრში.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დღეს იწყება და 15 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://goo.gl/Fh7SE7 

პროექტი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) მიერ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.   პროექტის ფინალური რაუნდის მხარდამჭერია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება საქართველოში".

პროექტი წარიმართება ინგლისურ ენაზე და ის მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო სასამართლოების საქმიანობისა  შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს  ერთზე მეტმა გუნდმა. თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არ აქვთ გასული წლის ნახევარფინალისა და ფინალისტ გუნდებს. შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან.

ეროვნული შეჯიბრი 2018 წლის 21-22 ივლისს გაიმართება, მანამდე კი აპლიკანტებს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ. რეგისტრაციის შემდეგ, სტუდენტები 18 ივნისს გაივლიან ტესტირებას, წარმატებული გუნდებისთვის შემდგომი ეტაპი იქნება წერილობითი პოზიციების მომზადება. საუკეთესო გუნდები გამოვლინდებიან 13 ივლისს. შეჯიბრის ნახევარფინალი გაიმართება 21 ივლისს, ხოლო ფინალი 22 ივლისს.

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდი ჩატარდება ქალაქგარეთ, რომლის ფარგლებშიც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომის იმიტაცია გაიმართება.  შეჯიბრის ფარგლებში სტუდენტებს მოუწევთ 3 საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს - იმიტაცია.

პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ორგანიზატორების მიერ.

 

პროექტის ვადები:

აქტივობა

თარიღი

1

მონაწილეთა რეგისტრაცია

2018 წლის 5-15 ივნისი

2

ტესტირება

2018 წლის 18 ივნისი

3

ტესტირების შედეგების და წერილობითი დავალების გუნდებისთვის შეტყობინება 

2018 წლის 19 ივნისი

4

წერილობითი პოზიციის მომზადება

2018 წლის 19 ივნისი - 7 ივლისი (23:59 სთ)

5

საუკეთესო გუნდების გამოვლენა

2018 წლის 13 ივლისი

6

ნახევარფინალი

2018 წლის 21 ივლისი

7

ფინალი

2018 წლის 22 ივლისი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი

მარიამ გელეტაშვილი, (+995) 558 99 58 39  mgeletashvili@tcj.gov.ge