სიახლეები

უფასო ტრენინგები სამართლებრივ თემებზე

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ შესაძლებლობას უფასოდ მიიღოთ მონაწილეობა თქვენთვის საინტერესო ტრენინგზე.

9 ივლისს, სამართალი და ადამიანის უფლებები 12:00 სთ.

9 ივლისს, მომხმარებელთა უფლებები 12:00 სთ.

10 ივლისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვა 12:00 სთ.

12 ივლისს, შრომითი უფლებები 12:00 სთ.

13 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა 12:00 სთ.

 

მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც რეგისტრაციას გაივლის შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/umWEP7

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  6 ივლისი. თითოეულ ტრენინგზე დასწრების საშუალება ექნება პირველ 20 რეგისტრირებულ პირს, რომლებიც შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი დღის ვადაში, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე,

ტრენინგი ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. სწავლება წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში.

ტრენინგს გაუძღვებიან იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართლის კლინიკის მონაწილე ტრენერები, თსუ-ს იურიდული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.