სიახლეები

კონფერენცია თემაზე „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და თანამედროვე ტენდეციები“

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით გთავაზობთ კონფერენციას თემაზე „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და თანამედროვე ტენდეციები“

კონფერენცია ეხმიანება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს, რომელიც ყოველი წლის 18 ოქტომბერს აღინიშნება.

კონფერენციის მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოში არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებზე, საკანონმდებლო სიახლეებზე, ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციებზე და ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის მიზნით არსებულ სახელმწიფო სერვისებზე.  

კონფერენციის ფარგლებში ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში მომუშავე ექსპერტების მოხსენებების გარდა, ასევე, გათვალისწინებულია სტუდენტების ნაშრომების პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება- დისკუსია ტრეფიკინგის თემაზე.

კონფერენციის განხორციელების დრო და ადგილი: 2018 წლის 22 ოქტომბერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (I კორპუსი).

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის,  მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის მოქმედი სტატუსის მქონე სტუდენტებს. 

სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე შეირჩევა 50 საუკეთესო აპლიკანტი. 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 19 ოქტომბრის, 15:00 საათისა 

სარეგისტრაციო ფორმა

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge

ანა ივანიშვილი (+995 555) 90 98 11; aivanishvili@justice.gov.ge