სიახლეები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით უფასო ტრენინგების ციკლი ჩატარდება

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება უფასო ტრენინგების ციკლი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებრივ საშუალებებზე ტრენინგი ჩატარდება დიდ ქალაქებში (ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი, თელავი), ხოლო ტრენინგი „სამართალი და ადამიანის უფლებები“ ჩატარდება თბილისში, 10 დეკემბერს.

ტრენინგებს ჩაატარებენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის  ტრენერები. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. 

ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გაივლის რეგისტრაციას 29 ნოემბრამდე. თითოეულ ჯგუფში მონაწილედ შეირჩევა პირველი 20 რეგისტრირებული პირი.

ჩატარების ადგილი

თარიღი, დრო

სარეგისტრაციო ბმული

ბათუმი

3 დეკემბერი, 11:00-14:30 სთ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

რუსთავი

3 დეკემბერი, 11:00-14:30 სთ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

ზუგდიდი

4 დეკემბერი, 11:00-14:30 სთ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

გორი

4 დეკემბერი, 11:00-14:30 სთ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

ქუთაისი

5 დეკემბერი, 11:00-14:30 სთ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

თელავი

7 დეკემბერი, 11:00-14:30 სთ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

თბილისი

10 დეკემბერი, 11:00-14:30 სთ/ 15:00-18:30 სთ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე