სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2019

 

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. 2019 წლის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრი ეძღვნება ჟენევის კონვენციების 70-ე წლისთავს.

პროექტის ვადები:

N

 

 

თარიღი

 

1

 

 

 

 

პროექტის პრეზენტაცია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი)

2019 წლის 1 აპრილი, 13:00 სთ

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი)

2019 წლის 2 აპრილი, 14:00 სთ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თელავი)

2019 წლის 4 აპრილი, 12:00 სთ

ეროვნული თავდაცვის აკადემია (გორი)

2019 წლის 5 აპრილი 15:00 სთ

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (თბილისი)

2019  წლის 8 აპრილი, 17:00 სთ

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გორი)

2019 წლის 15 აპრილი 13:00 სთ

2

გუნდების გამოვლენა ლექციებისთვის

2019 წლის 22 აპრილი - 3 მაისი

3

ლექციები შერჩეული მონაწილეებისთვის

2019 წლის 14-23 მაისი

4

ტესტირება

2019 წლის 27 მაისი

5

გასაუბრება

2019 წლის 30 მაისი

6

შეჯიბრში მონაწილე გუნდების მომზადება

2019 წლის 1-14 ივნისი

7

ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ყვარლის სასწავლო ცენტრში

2019 წლის 14-16 ივნისი

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე.

 

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

ეტაპები:

I ეტაპი: აპლიკაციების მიღება

II ეტაპი: ლექციები შერჩეული გუნდებისთვის

III ეტაპი: ტესტირება საუკეთესო გუნდების გამოსავლენად

IV ეტაპი: გასაუბრება საუკეთესო 6 გუნდის გამოსავლენად

V ეტაპი: შეჯიბრის ფინალური ეტაპი - გამარჯვებული გუნდის გამოვლენა

შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება სიმულაციების ფორმით ყვარლის სასწავლო ცენტრში, 2019 წლის 14-16 ივნისს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან, განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

შეჯიბრის ენა: შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

-       პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

-       შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა

გამოვლინდება შემდეგი სახის გამარჯვებულები:

-       ფინალში გამარჯვებული გუნდი

-       საუკეთესო მომხსენებელი

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 19 აპრილ (23:59 სთ) შემდეგ ელ.ფოსტაზე - IHL@tcj.gov.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge

მაია ქარდავა (+995) 599 55 88 18; mkardava@icrc.org

მაია მამისაშვილი (+591) 60 17 25; mmamisashvili@icrc.org