იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსზე, პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, პანკისის ხეობაში მცხოვრები პირებისთვის ინგლისური ენის უფასო 6 თვიანი კურსი ჩატარდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 21 აპრილამდე, მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/2uBqygK
პროექტი მაქსიმალურად მორგებულია ადგილობრივების საჭიროებებზე და ითვალისწინებს პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის გაუმჯობესების ხელშეწყობას. სწავლება ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდება და ის ნოემბერში დასრულდება. კურსის ბოლოს პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.