სიახლეები

ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლა დაიწყო

 საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ საქართველოს ყველა რეგიონის IX, X ან XI კლასის მოსწავლეები. მონაწილეები სწავლებას გადიან ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში. საზაფხულო სკოლა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს. საზაფხულო სკოლაში საქართველოს 8 რეგიონიდან 23 სკოლის 36 მოსწავლე მონაწილეობს.

სასწავლო პროგრმა მოიცავს შემდეგ საკითხებს: 

  •  გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი; 
  •  საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა;
  •  საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციული უნარები;
  •  ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  •  განათლების მნიშვნელობა და როლი;
  •  მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველთ რეგისტრაცია აპრილში დაიწყო. პროექტის მეორე ეტაპზე გადავიდა მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 მოსწავლე. მათემატიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, რეგისტრირებული მოსწავლეებიდან საუკეთესო შედეგის მქონე 36 მოსწავლე გამოვლინდა, რომლებიც საზაფხულო სკოლაში მოხვდნენ. საზაფხულო სკოლა 30 ივნისს დასრულდება.