სიახლეები

ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლა დასრულდა.

ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლა დასრულდა. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ სერტიფიკატები გადასცა. 
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდათ საქართველოს ყველა რეგიონის IX, X და XI კლასის მოსწავლეებს. მთლიანობაში, საზაფხულო სკოლაში საქართველოს 8 რეგიონიდან 23 სკოლის 36 მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებმა სწავლება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარეს.

სასწავლო პროგრმა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 

  •  გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი; 
  •  საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა;
  •  საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციული უნარები;
  •  ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  •  განათლების მნიშვნელობა და როლი;
  •  მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია აპრილში დაიწყო.
პროექტის მეორე ეტაპზე გადავიდა მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 მოსწავლე. მათემატიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, რეგისტრირებული მოსწავლეებიდან საუკეთესო შედეგის მქონე 36 მოსწავლე გამოვლინდა, რომლებიც საზაფხულო სკოლაში მოხვდნენ. საზაფხულო სკოლა 30 ივნისს დასრულდა.