განაცხადების მიღება წარმოებს 2019 წლის 03 სექტემბრიდან 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
შენიშვნა: აპლიკანტს, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, მას უფლება ეძლევა გამოასწოროს ხარვეზი რეგისტაციის დასრულებამდე.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოცდის ჩაბარების მსურველ კანდიდატს მოეთხოვება:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გამოცდის ფორმატი
საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება, 2019 წლის 17 სექტემბერს. დამატებით ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.
საგამოცდო ტესტი შედგება 100 ტესტური დავალებისგან 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. ტესტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
გამოცდის ხანგრძლივობაა - 3 (სამი) საათი.
კანდიდატს, რომელიც მიიღებს 75 ან მეტ ქულას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.
სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა იხილეთ ბმულზე.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტის მოთხოვნა გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდება.
საკონტაქტო პირები:
ტესტირების კოორდინაციის სამსახურის უფროსი, ქეთევან ზვიადაძე;
kzviadadze@tcj.gov.ge, ტელ: (+995 32) 294 22 65
მთავარი იურისტი - თინათინ ცინარიძე;
ttsinaridze@tcj.gov.ge ტელ: (+995 32) 238 22 59