სიახლეები

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2019

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამასთან ერთად ახორციელებენ ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს.

პროექტის ვადები:

N

თარიღი

აქტივობა

1

2019 წლის  2 - 10 ოქტომბერი (23:59 სთ)

გუნდების რეგისტრაცია

2

2019 წლის 11 ოქტომბერი, 12:00 სთ

დარეგისტრირებული გუნდებისთვის მოსამზადებელი კაზუსის გადაგზავნა

3

2019 წლის 11 ოქტომბერი - 3 ნოემბერი 23:59 სთ

დრო კაზუსის დამუშავებისა და წერილობითი პოზიციის წარმოდგენისთვის

4

2019  4 - 8 ნოემბერი 17:59 სთ

გასაუბრების ეტაპის მონაწილე გუნდების გამოვლენა

5

2019 წლის 12-13 ნოემბერი

გასაუბრება 8 საუკეთესო გუნდის გამოსავლენად

6

2019 წლის 15 ნოემბერი

8 საუკეთესო გუნდის გამოვლენა

7

2019 წლის 16 ნოემბერი 16:00 სთ

საინფორმაციო შეხვედრა 8 საუკეთესო გუნდთან

8

2019 წლის 17 ნოემბერი 11:00 სთ

ტრენინგი ევროკავშირის სამართლის საფუძვლების შესახებ

9

2019 წლის 17 – 28 ნოემბერი

დრო ზეპირი რაუნდისთვის მოსამზადებლად

10

2019 წლის 29 ნოემბერი

ნახევარფინალური ეტაპის მონაწილე გუნდების გამოვლენა

11

2019 წლის 30 ნოემბერი

ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა, თუმცა, ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუდენტები.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული 2016 წლის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესის ზეპირ ეტაპზე.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

შეჯიბრის ეტაპები:

I ეტაპი: სარეგისტრაციო ფორმის შევსება

II ეტაპი: წერილობითი პოზიციის წარმოდგენა (დარეგისტრირებულ მონაწილეებს საქმე გადაეგზავნებათ და მიეცემათ დრო წერილობითი პოზიციის მოსამზადებლად)

III ეტაპი: გასაუბრება

IV ეტაპი: შესარჩევი რაუნდი (მოცემულ ეტაპზე მონაწილეობს 8 გუნდი)

V ეტაპი: ფინალური ეტაპი (ფინალური რაუნდი ორი ნაწილისგან შედგება: ნახევარფინალი და ფინალი. ნახევარფინალურ ეტაპზე გადასული 4 გუნდიდან ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა საუკეთესო 2 გუნდი)

შეჯიბრის ენა: შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

- პროექტის ზეპირი რაუნდის მონაწილე თითოეულ გუნდს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

- გამარჯვებულებს გადაეცემათ ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა სახის სიმბოლური საჩუქარი

- პროექტის ფინალისტები ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გეცნობიან იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის საქმიანობას

შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდებიან შემდეგი სახის გამარჯვებულები:

-  ფინალში გამარჯვებული გუნდი

-  საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის ავტორი გუნდი

-  საუკეთესო მომხსენებელი

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ არაუგვიანეს 2019 წლის 10 ოქტომბრისა (23:59 სთ)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი, E-mail: mgeletashvili@tcj.gov.ge; Tel: (+995) 558 99 58 39