სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას "ტრენერთა ტრენინგზე"

პროგრამის აღწერა: ტრენინგის ჩატარების ხარისხსა და ეფექტურობას მეტწილად ტრენერი განსაზღვრავს. სწორედ ტრენერზე და მისი საქმიანობის ხარისხზეა დამოკიდებული სასწავლო პროგრამის წარმატება. ინფორმაციის გადაცემის სწორად შერჩეული მეთოდები, ტრენინგის წარმართვის სპეციფიკის ცოდნა და გათვალისწინება, სწავლისათვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნა – ის ფაქტორებია, რაც ტრენინგის წარმატებას უზრუნველყოფს. 

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეთა კომპეტენციების (ცოდნის, უნარებისა და მიდგომების) განვითარებას ტრენინგის ეფექტიანად დაგეგმვასა და საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

ტრენინგი სამი თემატური ბლოკისგან შედგება:

  • ტრენინგის დაგეგმვა და სრული ციკლის მართვა;
  • სწავლების ფორმები და მეთოდები;
  • ტრენინგის ჩატარების სტანდარტები;

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ:

  • ინტერაქტიული სწავლების დაგეგვას;
  • ტრენინგის მეთოდოლოგიის სწორად შერჩევასა და გამოყენებას;
  • ტრენინგის სრული ციკლის ეფექტიანად მართვას;

 

ტრენერი: ნინო ქობალია – სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“  სოციალური უნარების ტრენერი 2013 წლიდან.

როგორც ტრენერს, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი ტრენინგი  საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის, სხვადასხვა თემაზე.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა (დღე, სთ.): 4 დღე, 14 საათი;

ტრენინგი ჩატარდება - 18-21 ნოემბერს


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი


ტრენინგის ჩატარების ადგილი:
ანა პლოტკოვსკაიას N1


#რეგისტრაციის შემდგომ დაგიკავშირდებით და მოგაწვდით გადახდის რეკვიზიტებს