სიახლეები

ესეების კონკურსი თემაზე „სექსუალური შევიწროების ფენომენი“

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანია 1991 წლიდან, ყოველწლიურად იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში და გულისხმობს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, რომელიც მიმართულია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებისა და არსებული სერვისების პოპულარიზებისკენ.

2019 წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის მთავარი თემაა „სექსუალური შევიწროება“ რაც პირველ რიგში, უკავშირდება წლის პირველ ნახევარში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. საკანომდებლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა სექსუალური შევიწროების დეფინიცია და გაჩნდა კანონის აღსრულების მექანიზმი. მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ინფორმირება სექსუალური შევიწროების ფენომენსა და კანონმდებლობის სიახლეების შესახებ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, UN Women-ის მხარდაჭერით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ესეების კონკურსს განახორციელებს სექსუალური შევიწროების ფენომენთან დაკავშირებით.

პროექტი შედგება 5 ეტაპისგან:

   I. სარეგისტრაციო ფორმის შევსება

   II. ტრენინგი სექსუალური შევიწროების თემაზე

   III. ესეების წარმოდგენა

   IV. კონფერენციის მონაწილე  5 საუკეთესო სტუდენტის შერჩევა

   V. კონფერენცია - გამარჯვებულის გამოვლენა

 

პროექტში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის, ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე  სტუდენტებს.

 

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია სექსუალური შევიწროების ფენომენის და არსებული კანონმდებლობის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება.

 

პროექტის ვადები:

N

აქტივობა

თარიღი

1

მონაწილეთა რეგისტრაცია

26 ნოემბერი, 2019 – 15 დეკემბერი, 2019

2

ტრენინგი სექსუალური შევიწროების თემაზე

20  დეკემბერი 16:00 სთ, 2019

3

დრო, ესეს მოსამზადებლად

20 დეკემბერი, 2019 - 19 იანვარი, 2020

4

შერჩეული ხუთეულის გამოვლენა

24 იანვარი, 2020

5

კონფერენცია/ესეების წარდგენა

29 იანვარი, 2020

 

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

-       კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები

-       კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები

-       კონკურსის მონაწილეებს ცნობიერება აუმაღლდებათ სექსუალური შევიწროების თემასთან დაკავშირებით

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2019 წლის 15 დეკემბრისა (23:59 სთ) შემდეგ ბმულზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge