იუსტიციის სასწავლო ცენტრი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგებს ჩაატარებს.
ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ პირებს თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
ტრენინგები მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სექსუალური შევიწროების ფენომენის შესახებ. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას საკანონმდებლო სიახლეების შესახებ.
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულებზე 28 ნოემბრის ჩათვლით. თითოეულ ჯგუფში მონაწილედ შეირჩევა პირველი 20 რეგისტრირებული პირი.
ჩატარების ადგილი |
თარიღი |
დრო (სთ) |
სარეგისტრაციო ბული |
თბილისი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი |
3.12 |
12.00-15:30 |
|
რუსთავი, იუსტიციის სახლი |
4.12 |
12.00-15:30 |
|
ბათუმი, იუსტიციის სახლი |
6.12 |
11:00-14:30 |
|
ზუგდიდი, იუსტიციის სახლი |
6.12 |
13:00-16:30 |
|
ქუთაისი, იუსტიციის სახლი |
6.12 |
14:00-17:30 |
2019 წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა - სექსუალური შევიწროება. სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისჯება კანონით. კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ. კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.
კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტრენინგების გარდა ორგანიზებას გაუწევს ესეების კონკურსს სექსუალური შევიწროების ფენომენის შესახებ.
❗ შემოგვიერთდით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში!
#სახელმწიფოზრუნავს