სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგების ციკლი დასრულა.

 

ტრენინგების ციკლი ქუთაისში ჩატარებული სწავლებით დასრულდა. ტრენინგები 4 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 5 ჯგუფთან ჩატარდა და მას მთლიანობაში 100-მდე პირი დაესწრო.

ტრენინგები მიზნად ისახავდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სექსუალური შევიწროების ფენომენის შესახებ. მონაწილეებმა ინფორმაცია საკანონმდებლო სიახლეების შესახებაც მიიღეს.

2019 წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა - სექსუალური შევიწროება.

სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისჯება კანონით. კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ. კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.

კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტრენინგების გარდა ორგანიზებას უწევს ესეების კონკურსს სექსუალური შევიწროების ფენომენის შესახებ.

 შემოგვიერთდით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში!

#სახელმწიფოზრუნავს #ყველაქალსაქვსსათქმელი #16დღიანიკამპანია2019