სიახლეები

ბერლინში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეშვიდე რეგიონული შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ ბერლინში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - „მოხელეთა გადამზადების სისტემის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში გაიმართა, ცენტრის ტრენერები ნინო ქობალია და ნინო ჩალაძე ესწრებოდნენ.

 
შეხვედრაზე GIZ-ის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ შედეგები შეაჯამეს.
 
შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროექტის ძალისხმევითა და მხარდაჭერით განხორციელებული ცვლილებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ახალი სასწავლო მოდულები და მეთოდები, ხარისხის უზრუნველყოფის ახალი მიდგომები, ტრენერთა პლატფორმები, პრაქტიკული სახელმძღვანელოები და სხვა.
 
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო შეფასების, ახალი კურუკულუმების შემუშავებისა და დელეგირების საკითხებს. შეხვედრის მეორე ნაწილს გერმანიის სამოხელეო აკადემიის დირექტორი, საერთაშორისო ტრენერი ჰანს რიგერი უძღვებოდა.
 
GIZ-ის პროექტი "პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემებისა და ინსტიტუციების დაახლოებას.