სიახლეები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სპეციალიზებული კურსი ჩატარდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სასწავლო კურსი ჩაატარა.
სწავლება დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა და მას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ჯავახიშვილი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია უძღვებოდნენ.

სპეციალიზებული კურსი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა გაიარეს. სწავლების მიზანი გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეების, საერთაშორისო მიდგომებისა და სტანდარტების გაცნობა იყო.
კურსის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდათ და იუსტიციის სასწავლო ცენტრისგან სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული კურსი ვროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ერთადერთი უწყებაა, რომელიც გასცემს სერტიფიკატს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელ და პროცესში მონაწილე პირებზე. ცენტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსს 2015 წლიდან ატარებს და დღემდე 200-ზე მეტი პირი ჰყავს გადამზადებული.