სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში იურიდიული მიმართულების უფასო ტრენინგები ჩატარდა.

ბავშვთა უფლებები და მართლმსაჯულება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი მექანიზმები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ეს ის საკითხებია, რომელსაც ტრენინგები მიეძღვნა. ტრენინგები 12 ჯგუფისთვის ჩატარდა და მას იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართლის კლინიკის ტრენერები უძღვებოდნენ. სწავლების ბოლოს 66 მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
უფასო ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან, ვინც გაიარა რეგისტრაცია და მოხვდა პირველ 120 რეგისტრირებულ პირს შორის.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ფართო საზოგადოებას რეგულარულად სთავაზობს უფასო ტრენინგებს სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან სამართლებრივ თემებზე. სწავლების მიზანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.