სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ონლაინ " ტრენერთა ტრენინგზე"

 ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეთა კომპეტენციების განვითარებას ტრენინგის ეფექტიანად დაგეგმვასა და საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ:

• ინტერაქტიული სწავლების დაგეგმვას;

• ტრენინგის მეთოდოლოგიის სწორად შერჩევასა და გამოყენებას;

• ტრენინგის სრული ციკლის ეფექტიანად მართვას;

ტრენინგს გაუძღვება იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი, ფსიქოლოგი ნინო ჩალაძე.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე, 14 საათი;

ტრენინგის დრო: 30 ნოემბერი, 1 დეკემბერი - 10:00-15:00; 2 დეკემბერი - 10:00-14:00 ტრენიგი ჩატარდება დისტანციურ ფორმატში, ონლაინ პლათფორმის გამოყენებით. ტრენინგის ფასი: 150 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 ნოემბერი!

ტრენინგზე დასასწრები ადგილები შეზღუდულია!

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/9bG323s97gGjoB3k8