სიახლეები

1 დეკემბერი იუსტიციის სასწავლო ცენტრის დაარსების დღეა

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ისტორია XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება.

ცენტრი პირველადი სახით 49 წლის წინ შეიქმნა.

1971 წლის 1 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა „იუსტიციის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსები“. 2000 წლიდან კი რესპუბლიკური კურსების სასწავლო ფუნქცია გააგრძელა სასწავლო ცენტრმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირება 2014 წლიდან იწყება, როდესაც თბილისში გაიხსნა იუსტიციის სასწავლო ცენტრის შენობა, ყვარელში განახლდა ცენტრის ინფრასტრუქტურა და განხორციელდა სასწავლო ცენტრის სრული რებრენდინგი.

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა განხორციელებული რეფორმების შედეგად არაერთ წარმატებას მიაღწია. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ საჯარო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

დღეისათვის სასწავლო ცენტრი მომხმარებლებს სამართლებრივი, სოციალური, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 100-ზე მეტ ტრენინგმოდულს სთავაზობს.

სასწავლო ცენტრი აქტიურად ახორციელებს მინიშვნელოვან პროქტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებას, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ქვეყანაში, ცენტრი მუდმივად სთავაზობს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებას.

დღეისათვის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

▪ტრენინგი;

▪ტესტირება (საკონკურსო, საატესტაციო, საკვალიფიკაციო);

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.tcj.gov.ge/