სიახლეები

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსზე

პროგრამის მიზანია დაეხმაროს მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლასა და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცოდნის გაღრმავებაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და გადაჭრის გზების მოძიებაში.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან ამ სფეროში არსებულ გამოცდილებას, მიიღებენ  შესაბამის თეორიულ ცოდნას და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ტრენინგს გაუძღვება მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი ექსპერტი, აღნიშნულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

ტრენინგის დრო: 21-25 დეკემბერი, 19:00-22:00 სთ.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 საათი, 5 დღე
ტრენინგის საფასური: 220 ლარი

ტრენინგი ჩატარდება ჯგუფის შედგენის შემთხვევაში (მინიმუმ 10 პირი).
ტრენინგის ჩატარების ფორმა: ონლაინ, zoom.us პლატფორმის საშუალებით.

 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/Bfzi3LCFm6zD6oJ66