სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა იუსტიციის სისტემის თანამშრომლებისთვის „ტრენერთა ტრენინგი“ ჩაატარა.

 
ტრენინგი ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა.
სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია, პანდემიით განპირობებული გამოწვევების პირობებში, ტრენინგის ეფექტიანად დაგეგმვის და ჩატარების შესახებ.
 
ტრენინგი შედგებოდა სამი თემატური ბლოკისგან: ტრენინგის დაგეგმარება, მეთოდები და ტრენინგის ჩატარების სტანდარტები.
მონაწილეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია იმ ინსტრუმენტების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ტრენინგისთვის სწორი მეთოდების შერჩევას და ცოდნის მიღებისთვის აუცილებელი გარემოს არსებობას.
 
ონლაინ ტრენინგების ჩატარებას ამ და სხვა თემებზე იუსტიციის სასწავლო ცენტრი სამომავლოდაც გააგრძელებს.