სიახლეები

ტრენინგი-"პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება"

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება - იუსტიციის სასწავლო ცენტრი აგრძელებს პროფესიული განვითარების საბაზისო და სავალდებულო პროგრამის კურსს საჯარო მოხელეებისთვის.
პროგრამის გავლა სავალდებულოა მათთვის, ვინც საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე პირველად ინიშნება. 6 დღიანი კურსი იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ჩუტარდათ.
კურსი 4 მოდულისგან შედგება და ის მოიცავს ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო სამსახურში ეთიკის, პროფესიული კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ეფექტიანი მომსახურებისა და დროის მართვის საკითხებს. კურსის ბოლოს საჯარო მოხელეები შესაბამის გამოცდასაც აბარებენ. აღსანიშნავია, რომ ამ კურსისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გამოცდის პროცედურები დისტანციურ ფორმატზე ადაპტირდა.
როგორც ცნობილია საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებიც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მოამზადა, აკრედიტაცია 2019 წლის სექტემბერში მიენიჭა. 2019 წლის ოქტომბრიდან კი ცენტრი საჯარო მოხელეებისთვის აღნიშნული სავალდებულო პროგრამის გავლას უზრუნველყოფს. “მოხელის მენეჯერული უნარები” და “პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება” - ეს ის პროგრამებია, რომლებზეც 2019 წლის სექტემბერში აკრედიტაცია 5 წლის ვადით გაიცა. საჯარო სამსახურს მსგავსი პროგრამები მანამდე არ ჰქონია. მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ იუსტიციის სასწავლო ცენტრზე აკრედიტაცია მაშინ პირველად გასცა