სიახლეები

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2021 იწყება!

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) პარტნიორობით, ახორციელებენ ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს.

პროექტის ვადები:

N

თარიღი

აქტივობა

1

2021 წლის 11 – 18 მარტი 23:59 სთ

გუნდების რეგისტრაცია

2

2021 წლის 19 მარტი

დარეგისტრირებული გუნდებისთვის მოსამზადებელი კაზუსის გადაგზავნა

3

2021 წლის 19 მარტი - 18 აპრილი 23:59 სთ

დრო კაზუსის დამუშავებისა და წერილობითი პოზიციის წარმოდგენისთვის

4

2021 წლის 6-9 აპრილი

ევროკავშირის სამართლის შესახებ ტრენინგები

5

2021 წლის 9-11 აპრილი

ტრენინგები შეჯიბრის კაზუსის მიხედვით შერჩეულ თემაზე

6

2021 წლის 27 აპრილი

8 საუკეთესო გუნდის გამოვლენა

7

2021 წლის 28 აპრილი - 7 მაისი

დრო ზეპირი რაუნდისთვის მოსამზადებლად

8

2021 წლის 7 მაისი

შესარჩევი რაუნდი მონაწილე 8 გუნდისთვის

9

2021 წლის 8 მაისი

ნახევარფინალური ეტაპი მონაწილე 4 გუნდისთვის

10

2021 წლის 9 მაისი

ფინალური ეტაპი მონაწილე 2 გუნდისთვის

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა, თუმცა, ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუდენტები.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული წინა წლების ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესის ზეპირ ეტაპზე.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

შეჯიბრის ეტაპები:

I ეტაპი: სარეგისტრაციო ფორმის შევსება

II ეტაპი: წერილობითი პოზიციის წარმოდგენა (დარეგისტრირებულ მონაწილეებს საქმე გადაეგზავნებათ და მიეცემათ დრო წერილობითი პოზიციის მოსამზადებლად)

III ეტაპი: შესარჩევი რაუნდი (მოცემულ ეტაპზე მონაწილეობს 8 გუნდი)

IV ეტაპი: ფინალური ეტაპი (ფინალური რაუნდი ორი ნაწილისგან შედგება: ნახევარფინალი და ფინალი. ნახევარფინალურ ეტაპზე გადასული 4 გუნდიდან ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა საუკეთესო 2 გუნდი)

შეჯიბრის ენა: შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

2021 წლის 6-9 აპრილს მოწვეული გერმანელი ექსპერტი ევროკავშირის სამართლის შესახებ გერმანულ ენაზე ტრრენინგს წაიკითხავს. ტრენინგის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. ხოლო, 9-11 აპრილს დარეგისტრირებული გუნდებისთვის ადგილობრივი ექსპერტები შეჯიბრის თემატიკაზე ჩაატარებენ ტრენინგებს.

 

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

- პროექტის ზეპირი რაუნდის მონაწილე თითოეულ გუნდს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

- შეჯიბრის გამარჯვებულებს გადაეცემათ GIZ-ის პუბლიკაციები.  „ევროპული სამართალი - სასწავლო სახელმძღვანელო“, რომელიც შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს(BMZ) თანადაფინანსებული პროექტის –„საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება“ ფარგლებში.

 

შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდებიან შემდეგი სახის გამარჯვებულები:

-  ფინალში გამარჯვებული გუნდი

-  საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის ავტორი გუნდი

-  საუკეთესო მომხსენებელი

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2021 წლის 18 მარტისა (23:59 სთ) 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი, E-mail: mgeletashvili@tcj.gov.ge; Tel: (+995) 558 99 58 39