სიახლეები

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას

 

გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი -  ზოგადი უნარ-ჩვევები, 26 აპრილი, 2021 წ.  

II ეტაპი - პროფესიული ტესტი, გამოცდა ჩაინიშნება არაუგვიანეს 2021 წლის 19 მაისისა (ინფორმაცია მეორე ეტაპის თარიღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ გამოცდის ჩანიშვნამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე).

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;[1]
  • CV;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
  • გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით (იხ. საბანკო რეკვიზიტები)

 

საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 26 მარტიდან 2021 წლის 21 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge

საკონტაქტო პირები:

1. ქეთევან ზვიადაძე kzviadadze@tcj.gov.ge 294 22 65;

2. მეგი ოდიშელიძე  modishelidze@tcj.gov.ge 238 22 59

3. თინათინ ცინარიძე ttsinaridze@tcj.gov.ge, 238 22 59

იხილეთ საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 25 მარტის №119 ბრძანება;

“ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანება.

შენიშვნა: გთხოვთ, იხელმძღვანელოთ საგამოცდო პროგრამაში მითითებული სამართლებრივი აქტების კონსოლიდირებული ვერსიებით.



[1] პირმა, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში წარმოადგინოს დიპლომის დანართი, საიდანაც ირკვევა, რომ მას ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები: სამართლის თეორია; საკონსტიტუციო სამართალი; სამოქალაქო სამართალი; სამოქალაქო სამართლის პროცესი; ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი; სამეწარმეო სამართალი;