სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსზე საბუთების მიღებას!

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსზე განცხადების მიიღება წარმოებს 2021 წლის 01 აპრილიდან 2021 წლის 20 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: administracia@tcj.gov.ge

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსზე რეგისტრაციის მიზნით, მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • Ø უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი ან/და ცნობა
  • Ø ავტობიოგრაფია / CV
  • Ø პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • Ø ბიომეტრული ფოტოსურათი
  • Ø გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსზე რეგისტრაციის საფასურის - 1900 (ერთი ათას ცხრაასი) ლარის გადახდის ქვითარი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).

 

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა ორი საფეხურისგან შედგება:

ა) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი

ბ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის N696  ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ სავალდებულო მოდულებს:

ა) გადახდისუუნარობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის საფუძვლები (30 საათი);

ბ) სამეწარმეო სამართლის საფუძვლები (5 საათი);

გ) საგადასახადო სამართლის საფუძვლები (10 საათი);

დ) საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის საფუძვლები (5 საათი);

ე) სახელშეკრულებო და შრომითი სამართლის საფუძვლები (5 საათი)

ვ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ზოგადი უნარ-ჩვევები (20 საათი);

ზ) პროფესიული ეთიკა (10 საათი).

 

სასწავლო კურსის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე რეგისტრირებულ ელექტრონულ მისამართზე მიიღებთ დამატებით ინფორმაციას (კურსის აღწერა, სწავლების მეთოდოლოგია და დღის წესრიგი).

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება 2021 წლის 1 ივლისამდე.

დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის N696 ბრძანებას.

საკონტაქტო პირები:

თინათინ ცინარიძე ttsinaridze@tcj.gov.ge  ტელ: (+995 32) 238 22 59