სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივნისს უფასო იურიდიულ ტრენინგებს ჩაატარებს

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიაროთ უფასო იურიდიული ტრენინგები! 

 

ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:

  •  ბავშვთა უფლებები
  •  ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები
  •  ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
ტრენინგები ჩატარდება 1 ივნისს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, თბილისში, პირისპირ რეჟიმში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 მაისი 18:00 საათი!
 
რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც გაივლის რეგისტრაციას და მოხვდება თითოეულ ტრენინგზე პირველ 15 რეგისტრირებულ პირს შორის.

ტრენინგებს უძღვებიან “ საქართველოს იუსტიიცის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
 
თითოეული ტრენინგის ხანგრძლობაა 3.5 სთ.
 
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

10:00 - 13:30  ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები - https://forms.gle/hgbmB8DEU2AFWRtU6
 
10:00 - 13:30  ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები - https://forms.gle/9b3qvuVcn7H8vg766

10:00 - 13:30  ბავშვთა უფლებები - https://forms.gle/FPBhTcYBvEzfdeka7

14:30 - 18:00   -  ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები - https://forms.gle/udJcr4mReyJ4cK2Z6

14:30 - 18:00   ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები  https://forms.gle/bShoDZ3v68Wa2rg18
 
14:30 - 18:00   ბავშვთა უფლებები - https://forms.gle/FqCq6doxFsb2stMr5