სიახლეები

პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა გადამზადება გრძელდება

„იუსტიციის სასწავლო ცენტრში პენიტენციური სისტემის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა გრძელდება. ორ თვიანი პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი ტრენინგი ჩატარდა „ტრენერთა ტრენინგი“ და „სასარგებლო უნარების განვითარება (პატიმრობის ზიანის შემცირება)“.

„ტრენერთა ტრენინგის“ მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეთა კომპეტენციების განვითარებას – ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვასა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებას. სწორი მეთოდების ცოდნა მცირე დროში აყალიბებს მონაწილეებში პოზიტიურ ურთიერთობებს, ზრდის ჯგუფში ინფორმაციის გადაცემის ხარისხს და ამაღლებს შემეცნებით პროცესში მონაწილეთა ჩართულობის დონეს.

მსჯავრდებულთა რესოცილიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ტრენინგის „სასარგებლო უნარების განვითარება (პატიმრობის ზიანის შემცირება)“ დახმარებით შეიძენენ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, თუ როგორ შეუმსუბუქონ მსჯავრდებულებს თავისუფლების აღკვეთასთან და იზოლაციასთან დაკავშირებული მძიმე სტრესი და გაუადვილონ ციხის გარემოსთან ადაპტაცია.“