სიახლეები

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საწავლო კურსი დაიწყო

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საწავლო კურსი დაიწყო. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციის, მათი ერთიანი რეესტრის წარმოების და ელექტრონული სისტემის მეშვეობით პრაქტიკოსთა შერჩევის წესი და პირობები იუსტიციის მინისტრის, ბრძანებით დამტკიცდა.

პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა ორი საფეხურისგან შედგება: გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. სასწავლო კურსზე 41 მონაწილე დარეგისტრირდა. 85 საათიანი ინტენსიური კურსი სამი კვირის განმავლობაში, დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება. საბუთების მიღება 2021 წლის 01 აპრილს გამოცხადდა და 20 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. კურსის მიზანია მონაწილემ შეისწავლოს გადახდისუუნარობის სამართალის ძირითადი პრინციპები, თეორიული საფუძვლები და გადახდისუუნარობის პრობლემის გადაჭრის საკანონმდებლო მექანიზმები.

2021 წლის პირველ აპრილს ძალაში შევიდა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონი. კანონმა შემოიტანა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესია, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ფუნქციებს შეასრულებს.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“, რომელიც ეხმარება საქართველოს ეკონომიკური მმართველობის განვითარების გაუმჯობესებაში, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას.