სიახლეები

უფასო იურიდიული ტრენინგები ბავშვთა უფლებების თემაზე

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით უფასო იურიდიული ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგები რომლის მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს 3 თემას მიეძღვნა: ბავშვთა უფლებები; ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები; ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

ტრენინზე განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელობა, პრობლემის სიმწვავე და მისი წარმომქმნელი მიზეზები. მონაწილეები გაეცნენ იმ სამართლებრივ თუ არასამართლებრივ გზებს, რითაც შეიძლება ბავშვთა უფლებების დაცვის მაქსიმალური მიღწევა. ტრენინგის განმავლობაში განიხილეს ქართული კანონმდებლობაც და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ბავშთა უფლებათა დაცვის საკითხთან მიმართებით. ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ ადამიანის ძირითადი ულფებების და თავისუფლებების დეტალურად გააზრების შესაძლებლობა, მათ მიიღეს ზოგადი ცოდნა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში მოქმედი სამართლებრივი დოკუმენტებისა და დაცვითი მექანიზმების შესახებ.

უფასო იურიდიული ტრენინგები 1 ივნისს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, პირისპირ რეჟიმში ჩატარდა და მას ჯამში 56 მონაწილე დაესწრო. ტრენინგებზე დასწრების სურვილი 897-მა ადამიანმა გამოთქვა. ტრენინგებს უძღვებოდნენ “ საქართველოს იუსტიიცის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომავალშიც განაგრძობს საზოგადოებისთვის უფასო ტრენინგების შეთავაზებას.