სიახლეები

ტრენინგი „პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტები: ქმედითი უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები“

იუსტიციის სასწავლო ცენტრში სპეციალური პენიტენციურ სამსახურის თანამშრომებისთვის ჩატარდა ტრენინგი „პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტები: ქმედითი უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები“. ტრენინგების ციკლი „ევროკავშირი საქართვლოსთვის“ თანაორგანიზებით ტარდება და მას პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის უფროსი ექსპერტი ნანა მჭედლიძე უძღვება. აღნიშნული ტრენინგი პროექტის „პენიტენციური სისტემის გაძლიერება დანაშაულის განმეორების პრევენციის მიზნით“ ფარგლებში ტარდება.

კომპლექსური კურსი შემდეგ თემებს მოიცავს: პატიმართა შორის ძალადობა;
არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაცია; სუიციდის პრევენცია; იძულებით კვება; ვიდეო მეთვალყურეობა (CPT და ECtHR სტანდარტები); წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშის მიმოხილვა; რეაბლიტაცია, რეინტეგრაცია; ფიზკური ჯანმთელობის დაცვა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა; გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება, გარე სამყაროსთან ურთიერთობა და სხვა.