სიახლეები

„კრიტიკული აზროვნების ტრენინგი“ პანკისის სკოლის პედაგოგებისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრში პანკისის კერძო და საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგებს „კრიტიკული აზროვნების ტრენინგი“ ჩაუტარდათ. 2 დღიანი ტრენინგი “როდი სკოტის ფონდი საქართველოში“ დაკვეთით დაიგეგმა.

ტრენინგის განმავლობაში განიხილეს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების მეთოდები და სტრატეგიები, კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის კითხვის დასმის მეთოდები. მონაწილეებმა მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები ამ თემის შესახებ, ასევე გაიმართა როლური თამაშები, დებატები, სიმულაციები და სხვადსხვა სავარჯიშოები.

ტრენერებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორაცია მასწავლებელთა საერთაშორისო ქსელის (iEARN.ORG) შესახებ. ქსელის ფარგლებში იმართება საერთაშორისო კონფერენციები, რომელიც აერთიანებს 140-ზე მეტი ქვეყნის 30 000 ზე მეტ სკოლასა და ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ამ ეტაპზე, ტრენინგის მონაწილე მასწავლებლები ჩაერთვებიან იაპონიისა და ისრაელის მიერ ორგანიზებულ დისტანციური ფორმატის ღონისძიებაში „Peace is Green“.