სიახლეები

ონლაინ ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელბისთვის ტრენინგი „სამართლებრივი წერა“ ჩაატარა. ონლაინ ტრენინგი ორი ჯგუფისთვის  ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ცენტრის ექსპერტი ზაურ აბაშვილი უძღვებოდა.

აღნიშნული ტრენინგ მოდულის მიზანია მონაწილეებს  სამართლებრივი წერის მეთოდის გამოყენებით ობიექტური და დამარწმუნებელი წერილობითი ანალიტიკური ნაწერის შექმნაში დაეხმაროს. ეს კურსი ეხმარება მონაწილეებს უფრო ეფექტიანად, დამაჯერებლად და ადვილად აღქმადი ფორმით გადმოსცენ შესრულებული ანალიზის/კვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნები თუ შეფასებები სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ. კურსი განკუთვნილია მათთვის ვისი სამუშაოც მოიცავს გადაწყვეტილებების წერას, თუ სარჩელებისა და შესაგებლების შედგენას, ან მემორანდუმებისა და იურიდიული დასკვნების მომზადებას.