სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2021

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

პროექტის ვადები:

N

 

თარიღი

1

გუნდების რეგისტრაცია

2 ივლისი - 3 აგვისტო

2

პროექტის პრეზენტაცია (online)

5 აგვისტო, 17:00 სთ

3

გუნდებისთვის მოსამზადებელი საქმის გაგზავნა

4 აგვისტო

4

გუნდების მიერ წერილობითი ნაშრომების წარმოდგენა

5 აგვისტო - 19 სექტემბერი

5

გუნდების გამოვლენა ლექციებისთვის

4 ოქტომბერი

6

ლექციები შერჩეული მონაწილეებისთვის

5 – 15 ოქტომბერი

7

ტესტირება

18 – 19 ოქტომბერი

8

გასაუბრება

21 – 22 ოქტომბერი

9

შეჯიბრში მონაწილე გუნდების მომზადება

23 – 28 ოქტომბერი

10

ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი

29 – 31 ოქტომბერი

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და ასევე, მაგისტრატურის ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული წინა წლების ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

ეტაპები:

I ეტაპი: გუნდების რეგისტრაცია

IIეტაპი: წერილობითი პოზიციების წარმოდგენა

III ეტაპი: ლექციები შერჩეული გუნდებისთვის

IV ეტაპი: ტესტირება საუკეთესო გუნდების გამოსავლენად

V ეტაპი: გასაუბრება საუკეთესო 6 გუნდის გამოსავლენად

VI ეტაპი: შეჯიბრის ფინალური ეტაპი - გამარჯვებული გუნდის გამოვლენა

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან, განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

შეჯიბრის ენა: შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

-       პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

-       შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა

გამოვლინდება შემდეგი სახის გამარჯვებულები:

-       ფინალში გამარჯვებული გუნდი

-       საუკეთესო მომხსენებელი

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2021 წლის 8 აგვისტოსა (23:59 სთ)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge

მაია მამისაშვილი - (+995 591) 60 17 25; mmamisashvili@icrc.org