სიახლეები

უფასო ტრენინგები სამართლებრივ თემებზე

იუსტიციის სასწავლო ცენტრში მორიგი უფასო იურიდიული ტრენინგები ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში ტრენინგები ხუთ სხვადსხვა თემას მიეძღვნა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლერივი მექანიზმები; ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები; ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები; შრომის სამართლის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები; შრომითი უფლებები და თავისუფლებები.

 ტრენინგების განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, გაეცნენ ადგილობრივ კანონმდებლობასა და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან  მიმართებით; განიხილეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ეროვნულ დონეზე არსებული პრაქტიკა და ხარვეზები;  მიიღეს ინფორმაცია  ბავშვის უფლებებისა და საჭიროებების შესახებ;  გაეცნენ დასაქმებულების  შრომით უფლებებს  და მათი დაცვის მექანიზმებს; მიიღეს ცოდნა შრომის სამართლის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.  

 უფასო იურიდიული ტრენინგები,  პირისპირ რეჟიმში,  იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა და მას ჯამში 73 მონაწილე დაესწრო. ტრენინგებზე რეგისტრაცია ორი დღის განმავლობაში მიმდიანრეობდა და მათზე დასწრების სურვილი 411-მა ადამიანმა გამოთქვა. ტრენინგებს უძღვებოდნენ “საქართველოს იუსტიიცის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები. ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.