სიახლეები

ტრენინგი „განმავითარებელი უკუკავშირი და კომუნიკაცია“

იუსტიციის სასწავლო ცენტრში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გადამზადდნენ.  ტრენინგის  „განმავითარებელი უკუკავშირი და კომუნიკაცია“  მიზანს წარმოადგენდა კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გაზრდა.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს უკუკავშირის ტიპები და მათი დანიშნულება; “რთული“ უკუკავშირის მიღებისა და გაცემის წესები კომუნიკაციის ინდივიდუალური სტილი და მისი

გათვალისწინება უკუკავშირის გადაცემისა და მიღების პროცესში. ტრენინგზე ასევე შეიმუშავეს კუმინიკაციის გზამკვლევი  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მენეჯრებისთვის.

აღნიშნული ტრენინგი  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების კიდევ რამდენიმე  ჯგუფს ჩაუტარდება.