სიახლეები

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის  ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას

განაცხადების მიღება წარმოებს 2021 წლის 21 სექტემბრიდან 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • Ø უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;

შენიშვნა: აპლიკანტს, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

  • Ø ავტობიოგრაფია / CV;
  • Ø პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • Ø გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).

 

რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.  თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, მას უფლება ეძლევა გამოასწოროს ხარვეზი რეგისტაციის დასრულებამდე.

 

 „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოცდის ჩაბარების მსურველ კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი იურიდიული განათლება.

 

გამოცდის ფორმატი

საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება, 2021 წლის 6 და 7 ოქტომბერს. დამატებით ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.

საგამოცდო ტესტი შედგება 100 ტესტური დავალებისგან 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. ტესტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • სისხლის სამართლის პროცესი;
  • სასჯელაღსრულებითი სამართალი;
  • ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

 

გამოცდის ხანგრძლივობაა - 3 (სამი) საათი.

კანდიდატს, რომელიც მიიღებს 75 ან მეტ ქულას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.

სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა იხილეთ ბმულზე.

30 სექტემბერს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტის მოთხოვნა გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდება.

საკონტაქტო პირები:

ქეთევან ზვიადაძე;

kzviadadze@tcj.gov.ge, ტელ: (+995 32) 294 22 65

თინათინ ცინარიძე;

ttsinaridze@tcj.gov.ge  ტელ: (+995 32) 238 22 59 

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზება/ადმინისტრირებას. გამომძიებელთა და სტაჟიორ-გამომძიებელთა შერჩევისა და დანიშვნის ეტაპის ორგანიზებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

 

გაითვალისწინეთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს:

ა) საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, 

ბ) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება,

მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

დ) ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში;

 

➢ ერთიანი გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლის, პროკურორის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
➢ სამუშაო გამოცდილებისთვის დადგენილი მოთხოვნა (1 წლის გამოცდილება) არ ვრცელდებასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟიორ-გამომძიებლად დანიშვნის შემთხვევაში.