სიახლეები

'სტრესის მართვა და გუნდური მუშაობა"-ტრენინგი ყვარლის სასწავლო ცენტრში

სტრესის მართვის მექანიზმები და სტრესთან გამკლავების პრქატიკული მეთოდები, რთული ემოციების მართვის ტექნიკა, სამსახურეობრივი სტრესორები და მათთან გამკლავების მეთოდები-ამ საკითხებს ყვარლის სასწავლო ცენტრში ორ დღიანი ტრენინგი მიეძღვნა.

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი და ცვალებადი ტემპი სტრესულ გარემოს ქმნის.  ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ  გაანალიზონ საკუთარი სტრესის მართვის სტრატეგიები.

„სტრესის მართვის და გუნდური მუშაობის“ კურსი ასევე დაეხმარება მონაწილეებს გუნდური მუშაობის გაძლიერებაში, ნდობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაში და  კოლეგიალური ღირებულებების გაზრდაში.

ორ დღიან ტრენინგს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.