სიახლეები

ტრენინგი „ამოცანებზე ორიენტირებული თანამშრომლობა“

ორგანიზაციაში კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერება, თანამშრომლობითი პრინციპების განვითარება, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების უკეთ შესრულება- ამ საკითხებს თელავში ორ დღიანი ტრენინგი მიეძღვნა.
ტრენინგ-პროგრამა „ამოცანებზე ორიენტირებული თანამშრომლობა“ აგებულია ორგანიზაციაში არსებულ საჭიროებებზე და სამუშაო პროცესის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.
ტრენინგზე მიღებული ცონდის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ თითოეული ამოცანა განიხილონ და შეაფასონ სისტემურად; მოახდინონ მიზნებისა და ამოცანების პრიორიტეტიზაცია; ჩამოაყალიბონ ამოცანების მენეჯმენტის კალენდარი, რომელიც დაეხმარებათ ეფექტური მონიტორინგის განხორციელებაში.
კურსი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისთვის ჩატარდა.